დელფინოთერაპია
დელფინოთერაპია
დელფინოთერაპია თანამედროვე მედიცინის დარგია, რომელიც ცხოველების თერაპიის ნაწილია. ეს თერაპია გულისხმობს ცხოველებით მკურნალობას, ხოლო ამ შემთხვევაში კი დელფინებს, რომელთა განსაკუთრებული მახასიათებლები, ესთეტიკა და ქცევა სხვადასხვა დაავადებების მქონე პირების მკურნალობის ფუნდამენტალური ნაწილი გახდა.
ძირითადად დელფინოთერაპია გულისხმობს სხვადასხვა ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე, როგორც ბავშვების ასევე ზრდასრულების დელფინებთან ურთიერთობას.
დელფინოთერაპია გამოიყენება დაუნის სინდრომის, აუტიზმის, ასპერგერის სინდრომის, ჰიპერაქტიულობისა და ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების მკურნალობაში. ასევე დეპრესიისა და ემოციური დარღევების მქონე პირებში, სიმსივნის, ცერებრალური დამბლის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების დროს.
ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ დელფინოთერაპია არ კურნავს, მაგრამ ეხმარება სხვადასხვა სიმპტომების შემსუბუქებაში, როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებში და ხელს უწყობს რეაბილიტაციის პროცესს. ზოგიერთ კვლევებში გამოვლენილ იქნა სისხლის სინჯები თერაპიამდე და თერაპიის შემდეგ. შედეგებმა აჩვენა, რომ დელფინებთან ცურვის შემდეგ მოხდა ცვლილებები ჰორმონებში, ენდორფინებსა და ენზიმებში. თუმცა დღემდე მეცნიერები სრულ პასუხს ვერ ცემენ კითხვას, თუ როგორ ხდება ეს. არსებობს მიმდინარე კვლევები სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და დელფინების კვლევით ცენტრებში, მაგრამ მტკიცებულება, იმისა, რომ დელფინოთერპია მუშაობს კვლავაც ისტორიების დონეზე რჩება.
დელფინებთან ცურვა მართლაც ულამაზესი გამოცდილებაა. დელფინები გონიერი არსებები არიან, რომელთა მხიარული თამაშის, თანაგრძნობისა და უპირობო სიყვარულის პირადად გამოცდა ღრმა გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე და შესაბამისად პაციენტის ცხოვრებაზე. ითვლება, რომ დელფინებისგან მოდის უპირობო სიყვარული და სიხარული, რომელსაც პაციენტი იღებს და რაც ეხმარება მას რეაბილიტაციაში. პაციენტები ხშირად თავის თავში რწმენას იძენენ ამ ურთიერთობის საშუალებით, რადგან დელფინები გრძნობენ მათ საჭიროებებს.
პირველმა შეხვედრამ დელფინებთან შესაძლოა აღძრას ღრმა ემოციები და ხელი შეუწყოს ღრმა გრძნობების გათავისუფლებას. პაციენტები კარგად რეაგირებენ თერაპიაზე, რადგან ისინი იმყოფებიან სასიამოვნო გარემოში, გააჩნიათ მოტივაცია, ისინი ბედნიერნი არიან და შესაბამისად უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თერაპევტის მუშაობას. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ დელფინები გრძნობენ ფიზიკურ ტრავმასა და პრობლემურ წერტილებს ადამიანის სხეულში და უქნიან პაციენტს მოტივაციას, რათა უფრო მეტად გამოიყენოს ეს ნაწილები.
დღესდღეობით მნიშვნელოვანი კვლევა ტარდება დელფინოთერაპიის სფეროში. კვლევა 1950-იან წლებში დაიწყო, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა დოქტორმა ჯონ ლილიმ - ნევროლოგმა და ფსიქოანალიტიკოსმა. ყველაფერი დაიწყო დოქტორი ლილის ადრეული ნაშრომით სახეობათაშორის ურთიერთობის შესახებ, რომელმაც მიგვიყვანა დელფინების შესანიშნავ უნარის აღმოჩენამდე გამოსცენ გარკვეული ბგერები და შესაბამისი წვრთნის შემდეგ მიბაძონ ადამიანის საუბრის მსგავს ბგერებს. ამან კი მიგვიყვანა ბიოსამედიცინო კვლევემდე, რომელიც შეისწავლიდა ადამიანისა და დელფინის ურთიერთობას.
დელფინოთერაპიას, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ საფუძველი ჩაუყარა დოქტორმა ჰენკ ტრუბიმ 1973 წელს. იგი ლიგვისტი და აკუსტიკური ფონეტიკის სპეციალისტი იყო, რომელიც დოქტორ ლილისა და დელფინებთან მუშაობდა 17 წლის განმავლობაში და დელფინებს ასწავლიდა ინგლისურ ენას. მან პირველად გააცნო აუტიზმის მქონე ბავშვები დელფინებს მაიამიში, ფლორიდა.
ამ პირველი შეხვედრისას ორმა აუტისტურმა ბიჭუნამ, რომლებსაც მხოლოდ 5 წუთი შეეძლოთ ყურადღების კონცენტრაცია, დაიწყო დელფინებთან თამაში. წარმოიშვა ძალიან ახლო ურთიერთობა ბავშვებსა და დელფინებს შორის. ჩვეულებრივ ეს ბავშვები მცირე ინტერეს იჩენდნენ გარე სამყაროს მიმართ, ხოლო აქ კი მათ გამოავლინეს უდიდესი ინტერესი დელფინების მიმართ.
ბავშვები საათნახვერის განმავლობაში თამაშობდნენ დელფინებთან. სესიის დასრულების შემდეგ ბავშვები ურთიერთთან და დელფინებთან თანამშრომლობდნენ. ისინი ერთად ავსებდნენ ვედროებს წყლით, ასხავდნენ დელფინებს და მათ თევზების აჭმევდნენ.
მშობლებისათვის გასაოცარი, რამ ხდებოდა,ის რომ ბავშვები საათის განმავლობაში ინტერესს არ კარგავდნენ და თანამშრომლობდნენ; ეს უნიკალური რამ იყო. დოქტორმა ტრუბიმ ეს შედეგები რამდენიმე კონფერენციაზე წარადგინა, მაგრამ მცირე ინტერესი დაიმსახურა. საბოლოოდ კი, მისი შედეგებით დოქტორი ბეტსი სმითი დაინტერესდა და მსგავსი პოზიტიური შედეგები მიიღო, რითაც დაიწყო დელფინოთერაპიის პროგრამა ფლორიდაში დელფინების კვლევით ცენტრში.
მას შემდეგ დელფინოთერაპიამ ფეხი მოიკიდა და გაჩნდა მრავალი პროგრამები, რომლებიც უფრო მეტ კვლევით მონაცემებს იძლეოდა და ადასტურებდა დოქტორი ტრუბისა და დოქტორი სმიტის აღმოჩენებს. ახალი აღმოჩენები არა მარტო აუტიზმის მქონე ბავშვებს ეხებოდა, არამედ სხვა სამედიცინო პრობლემების მქონე, როგორც ბავშვებს ასევე უფროსებს.
Powered by KidSpace 2011
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment