მკვდარი დელფინები

ახალი ზელანდიის სანაპიროზე 100-ზე მეტი შავი დელფინი გამოირიყა
ახალი ზელანდიის კუნძულ სტიუარტის სანაპიროზე ასზე მეტი შავი დელფინი გამოირიყა. კუნძული არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. დელფინები ტურისტებმა აღმოაჩინეს. იმ დროისთვის დელფინების უმეტესობა დაღუპული იყო, თუმცა, სპეციალისტებს გადარჩენილი დელფინების მოკვლა მოუწიათ, რადგან მათი წყლამდე მიყვანა შეუძლებელი იყო. ახალი ზელანდიის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, დელფინების "ტრანსპორტირებას" 12 საათი დასჭირდებოდა, ცხოველები კი სიცხისგან მაინც დაიხოცებოდნენ. შავი დელფინი სიგრძეში 8.5 მ-ია, ხოლო მათი საშუალო წონა - 800 კგ. სტატისტიკის თანახმად, ახალ ზელანდიაში ხშირად იღუპებიან დელფინები და ვეშაპები. 1840 წლიდან მოყოლებული დღემდე, ოფიციალურად, 5 000- ზე მეტი სახეობის ზღვის გიგანტური ცხოველი დაიღუპა. წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/32406-akhali-zelandiis-sanapiroze-100-ze-meti-shavi-delfini-gamoiriya.html?add=1#ixzz2HgB72E9L

1 comment:

  1. რა საშინელებაა!!! :(((((((

    ReplyDelete