Friday, December 21, 2012
Wednesday, December 19, 2012
დელფინებს ადამიანების მსგავსად ლაპარაკი შეუძლიათ
კვლევამ, რომლის დროსაც ხელმეორედ გაანალიზდა 1970–იან
წლებში გაკეთებული ჩანაწერები, ცხადყო, რომ დელფინები ერთმანეთს
ესაუბრებიან, რაც ძალიან ჰგავს ადამიანების საუბრის მანერას.
ბიოლოგების მიერ დანიის, აარჰუსის უნივერსიტეტში
წარმოებული კვლევის დროს კონცენტრირება მოახდინეს დელფინების სტვენაზე,
რომელიც როგორც მიაჩნიათ, დელფინები გამოსცემენ ნასალურ სასუნთქ გზებში
ჰაერის რეზონანსის შედეგად. სწორედ ეს უნდა მიანიშნებდეს იმ ფაქტზე, თუ
როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს სიღრმეში - ჰაერის გაზრდილი წნევა
ზემოქმედებს სასუნთქ გზებზე და მათ ზომაზე, შესაბამისად იმ ბგერების
სიმაღლეზეც, რომელსაც ისინი გამოსცემენ. კვლევითმა ჯგუფმა დაადგინა, რომ
დელფინების სტვენა სრულებით არ წარმოადგენს სტვენას. ეს არის ბგერა,
რომელსაც წარმოშობს ქსოვილების ვიბრაცია.
კვლევა ჩატარდა 12 წლის მამრი დელფინის 1977 წლის
ჩანაწერებზე, რომელიც პროფესორმა სემ რიჯვეიმ და დოქტორ დონ კარდერმა
განახორციელეს. იმ პერიოდში ისინი შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო
ფლოტის კვლევით პროგრამებში იყვნენ ჩართულნი.
საუკუნეების მანძილზე ადამიანი ოცნებობდა ცხოველების ენას დაუფლებოდა.
კაცობრიობას მიაჩნდა, რომ ამით ისინი გარემოსთან და ცხოველურ სამყაროსთან
უფრო თავისუფლად დაამყარებდნენ ურთიერთობას. საუკუნეების მანძილზე
სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების სათვალავში უხვად არის პროექტები,
რომლებიც ამ კონკრეტული თემის გარშემო მუშაობდნენ, თუმცა სასურველი
შედეგები ჯერ-ჯერობით მეცნიერებს არ მოეპოვებათ.
იაპონიაში, 2011 წლის 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, ადამიანური ტრაგედიის მიღმა, ბევრს ემახსოვრება უპატრონოდ დარჩენილი ცხოველების შემაძრწუნებელი კადრებიც. შესაძლოა, ადამიანებს ცხოველების ენა, რომ ესმოდეთ, ბევრი ოთხფეხა მეგობარი განწირული აღარ იქნებოდა, არა მხოლოდ კონკრეტული ტრაგედიის შემდეგ. თუმცა, მთელი ამ ტრაგედიის მიუხედავად, იაპონელებმა განწირული ცხოველების დახმარებაც შეძლეს.
ცუნამისგან განადგურებული ერთ-ერთი დასახლების სიახლოვეს, დატბორილ ბრინჯის მინდვრებში, ადგილობრივი ზოო-მაღაზიის მფლობელმა დელფინი აღმიაჩინა. 1,2 მეტრის სიგრძის ახალგზარდა დელფინი, უიმედოდ ფართხალებდა მეჩხერ წყალზე და ცდილობდა დამოუკიდებლად მიეღწია ოკეანემდე. დელფინი იმდენად დასუსტებული იყო, რომ მაღაზიის მეპატრონემ, რამდენიმე გლეხის დახმარებით მისი დაჭერა, სველ პირსახოცებში გახვევა და სანაპირომდე მითრევა მოახერხა.
როგორც კი დელფინმა წყნარი ოკეანის ტალღები შეიგრძნო, მყისიერად მოძლიერდა და ოკეანეში გაუჩინარდა. მაღაზიის მეპატრონეს დღეს უჭირს იმის თქმა, საბოლოოდ გადარჩება დელფინი თუ არა, მაგრამ ბრინჯის პლანტაციაში სიკვდილს, ალბათ ისევ ოკეანეში სიკვდილი ერჩივნაო, ასკვნის იაპონელი. თუკი დელფინი მართლაც გადარჩა და ამასობაში ამერიკელებისა და ბრიტანელების ექსპერიმენტმაც გაამართლა, არაა გამორიცხული, რომ ოდესმე დელფინმა თავისი მხსნელი მოინახულოს და ადამიანისთისაც გასაგებ ენაზე გადაუხადოს მადლობა.
ცოტა ხნის წინ, ამერიკელი მკვლევარების მიერ განხორციელებულმა პროექტმა Wild Dolphin Project, კაცობრიობა, ცხოველთა ენის გაგების საქმეში კიდევ ერთი ნაბიჯით წაწია წინ. პროექტის მთავარი მიზანი, ისეთი წყალქვეშა კომპიუტერის გამოგონება არის, რომელიც დელფინების მიერ გამოცემული ხმის ამოცნობას და მათზე რეალურ დროში პასუხის გაცემას მოახერხებს.
ყველაზე გონიერი ძუძუმწოვრების, დელფინების სასაუბრო ენის ნიმუშების მისაღებად, მეცნიერებმა წყალქვეშა ხმისდამჭერები, ე.წ. ”ჰიდროფონები” გამოიყენეს, ხოლო ხმის მომდინარეობის ადგილის მიმართულების განსაზღვრისთვის სინათლის წყაროებს, გამტარებს მიმართეს. ხმის დაფიქსირების შემთხვევაში, ოპერატორი რომელსაც მყვინთავის კოსტიუმი აცვია და ბუნებრივია, თავადაც წყალქვეშ იმყოფება, თავისუფლად მოახერხებს ხელთ არსებული მოწყობილობით, დელფინის მიერ წარმოთქმული ფრაზებიდან ერთი ”სიტყვის” გამეორებას და შემდეგ ზღვის ბინადრის რეაქციასაც დააკვირდება.
ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, დენიზ ჰერცინგმა აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დელფინების და მეცნიერების ამგვარი ურთიეთობის შედეგად, შედგება ზღვის ამ ბინადრების მიერ გამოცემული ხმების კატალოგი, რის საფუძველზეც მოგვიანებით, სრულიად შესაძლებელი გახდება დელფინების ენის თავისებური ალფავიტის შექმნაც. ეს კი დელფინების ენის იმ მოდელის შემუშავებას შეუწყობს ხელს, რაც ადამიანსა და დელფინს შორის შეგნებული საუბრის საწინდარი გახდება.
ამ ახალი გამოგონების ღია ოკეანეში გამოცდას ამერიკელი მკვლევარები უახლოეს თვეებში ფლორიდას სანაპიროს სიახლოვეს შეეცდებიან.

" ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა"
Friday, December 14, 2012
დელფინები
დელფინები
დელფინები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Delphininae | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
იკვებებიან თევზით, თავფეხიანი მოლუსკებით, იშვიათად კიბოსნაირებით. მაკეობა 10-12 თვე გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის სიგრძე დედის სიგრძის ნახევარს აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 3-5 წლის ასაკში. დელფინების ქვეოჯახში 20 გვარია 48 სახეობით. შაბ ზღვაში ცხოვრობს სამი სახეობა: აფალინა, თეთრგვერდა დელფინები და ზღვის ღორი. ზოგი სახეობა (მაგ., ცელნამგალა ვეშაპი) კოსმოპოლიტია. დელფინების სახეობათა უმრავლესობა ცხოვრობს ოკეანეთა თბილ წყლებში. დელფინების სხეულის ფორმის ჰიდროდინამიკური სრულყოფა, გარეგანი საფარვლის აგებულება და ანტიტურბულლენტური თვისებები, დიდ სიღრმეში ვინთვის უნარი, საიმედო ექოლოკაცია და ამ ცხოველის ორგანიზაციის სხვა თავისებურებანი მეტად საინტერესოა ბიონიკისათვის. ასევე საინტერესოა ფიზიოლოგიისა და მედიცინის თვალთახედვით დელფინების სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის მთელი რიგი შეგუებანი (მიოგლობინის სიუხვე, გარეგანი სუნთქვის ხანგრძლივად შეჩერების უნარი, სისხლში დაგროვილი ნახშირორჯანგი სუნთქვის ცენტრზე არ მოქმედებს, პულსი შენელებულია და სხვა).
დელფინების მოშინაურებით ადამიანს ზღვის სიმდიდრის უფრო სრულყოფილი ათვისების საშუალება ეძლევა. საზღვარგარეთ დელფინებს სწავლობენ სამხედრო მიზნითაც: ნაღმების, ტორპედოების, ჩაძირული გემების, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად და სხვა. დელფინების ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. სსრკ-ში დელფინებზე რეწვა აკრძალული იყო 1966 წლიდან.
ლიტერატურა [რედაქტირება]
ka.wikipedia.org/wiki/დელფინები - Cachedჯანაშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 456-457, თბ., 1978 წელი.
Subscribe to:
Posts (Atom)